ღვინო საქართველოში სუფრის, დღესასწაულისა და პატივისცემის სიმბოლოა. გერბიანი წითელი ღვინო „ხვანჭკარა“ ამ ტრადიციას პირად განზომილებას სძენს: ბოთლზე დატანილია კონკრეტული ადამიანის საგვარეულო გერბი, რომელიც სპეციალურად მისთვის იქმნება და რეესტრში რეგისტრირდება.
გერბი ბოთლის ეტიკეტზე/დიზაინში ინტეგრირდება ისე, რომ საჩუქარი გახსნისთანავე პერსონალურად აღიქმებოდეს. გერბს ჰერალდიკის მკვლევარი ლევან ბერაია ქმნის ჰერალდიკის წესებით — თითოეულ სიმბოლოს აქვს განმარტება, ხოლო გერბი უნიკალური კოდით ფიქსირდება გვარების რეესტრში.
შესაფერისია იუბილესთვის, ქორწილისთვის, საქმიანი პარტნიორისთვის ან უბრალოდ იმ შემთხვევისთვის, როცა სტანდარტული ბოთლი საკმარისი არ არის. საჩუქარი ერთდროულად სუფრის ნაწილიცაა და საგვარეულო ხსოვნის ნიშანიც — ბოთლი იცლება, გერბი რჩება.